1.1 (guroog.com) მმართველი კომპანია უზრუნველყოფს განცხადებების განთავსებას ზუსტად შესაბამის განყოფილებაში, რაც მომხმარებელს ეხმარება პროდუქციის/მომსახურების ადვილად მოძებნაში. 1.2 განცხადებაში მითითებული პროდუქციის/მომსახურების ხარისხი, უსაფრთხოება, კანონიერება და აღწერასთან შესაბამისობა არ კონტროლირდება მმართველი კომპანიის მიერ. 1.3 საიტზე განთასებული ინფორმაცია ემსახურება მომხმარებლის პროდუქციის/მომსახურების რეალიზაციას და კონტაქტის დამყარებას სხვა მომხმარებელთან. 1.4 ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი საიტზე პირად ინფორმაციას ანთავსებს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. 1.5 საიტზე ინფორმაციის განთავსებისას მომხმარებელი ეთანხმება, რომ ინფორმაცია იქნება ღია და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა. 1.6 გამომდინარე საიტის წესებიდან მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა რისკს დაკავშირებულს ამ ინფორმაციის გავრცელებასთან. 1.7 საიტზე განთავსებულ ინფორმაციას არ აქვს იურიდიული ძალა, მომხმარებელი ვალდებულია ნებისმიერი ფინანსური გარიგების წინ გადაამოწმოს ინფორმაციის სისწორე. 1.8 მომხმარებელი უნდა გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილება და დამატება წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. ამასთანავე, მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე სტუმრობა/სარგებლობა ავტომატურად ნიშნავს მომხმარებლის თანხმობას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე. 1.9 განცხადების განთავსების დროს, ფასის დოლარში მითითების შემთხვევაში, ფასი დაკონვერტირდება მიმდინარე დღის ვალუტის კურსით ლარში და შეინახება მონაცემთა ბაზაში.
2.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება საიტზე განათავსოს განცხადება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. 2.2 საიტზე განცხადების განთავსებისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია და დაეთანხმოთ guroog.com საიტით სარგებლობის წესებს. 2.3 საიტზე განცხადების დამატების უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა 18 წლამდე ფიზიკური პირებისა. 2.4 მომხმარებელი ვალდებულია საიტის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის/მომსახურების და შეთანხმების პირობების შესახებ. ამასთან, განცხადებაზე ატვირთული ფოტოები უნდა იყოს მხოლოდ სარეალიზაციო პროდუქტის, ან მომსახურების შინაარსის ამსახველი. აკრძალულია განცხადებაში სარეალიზაციო პროდუქტის ან მომსახურების შინაარსის ამსახველი ფოტოსაგან განსხვავებული ვიზუალის ატვირთვა (მათ შორის, ატვირთული ფაილი არ უნდა იყოს: კომპანიის ლოგო, სხვა ნივთის ამსახველი ფოტო, ფოტოზე დატანილი ავტორის ვებ გვერდის, ტელეფონის ნომრის, პროდუქტის ღირებულების, შეთავაზებული მომსახურებისა თუ სხვა სახის გარეშე ინფორმაციის შემცველი). 2.5 განცხადების განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს განცხადებაში მითითებული პროდუქციის/მომსახურების რეალიზაციის უფლება. 2.6 ვებ გვერდზე ერთ მომხმარებელს შეუძლია განათავსოს 24 საათში ერთხელ განცხადება. ამათგან არცერთი განცხადება არ უნდა მეორდებოდეს(არ უნდა იყოს განცხადების დუბლირება), აკრძალულია ზოგადი ტიპის განცხადების განთავსება, გაყიდვების კატეგორიაში. ასევე აკრძალულია განცხადებაში ე.წ. ტეგების გამოყენება(ტეგების გამოყენებისას დაიბლოკება ყველა განცხადება და მომხმარებლის პროფილი). 2.7 მომხმარებელს შეუძლია განათავსოს განცხადება პროდუქციის (ახალი/მეორადი) თუ მომსახურების შესახებ. აღნიშნული პროდუქცია/მომსახურება აუცილებლად უნდა მიეკუთვნებოდეს guroog.com საიტზე არსებულ შესაბამის კატეგორიებს. 2.8 განცხადება არ უნდა : 2.8.1 იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი. 2.8.2 ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს, ან ნდობით ბოროტად სარგებლობას. 2.8.3 შეიცავდეს ინფორმაციას მოპარული, ან ყალბი პროდუქციის ყიდვა-გაყივდის შესახებ. 2.8.4 ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის პირად უფლებებს. 2.8.5 შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას. 2.8.6 შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას. 2.8.7 შეიცავდეს მუქარას ვინმეს მიმართ. 2.8.8 მოუწოდებდეს კრიმანალური ქმედებისაკენ. 2.8.9 უწევდეს მხარდაჭერას, ან პროვოცირებდეს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს. 2.8.10 შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს. 2.8.11 შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას განცხადების ობიექტისგან განსხვავებული ქონების, ნივთისა თუ მომსახურების, ან კომპანიის შესახებ. 2.8.12 არღვევდეს რაიმე სხვა გზით საქართველოს მომქმედ კანონმდებლობას. 2.8.13. იყოს გარეული ცხოველების (მათ შორის: ძუძუმწოვრები, ფრინველები, რეპტილიები, ამფიბიები, თევზები და ყველა სახის გარეული ცხოველების ერთობლიობა, რომლებიც მუდმივად ან დროებით ბინადრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და იმყოფებიან ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობაში) რეალიზაციის შესახებ შინაარსის. გარეული ცხოველების გარემოდან უკანონოდ ამოღება, მათი დატყვევება და მათი დერივატებით ვაჭრობა ისჯება ადმინისტრაციულ სამმართალდარღვევათა კოდექსის 85 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და ითვალისწინებს ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით და ცხოველის ან მისი დერივატის კონფისკაციით! 2.9 მომხმარებელს არ შეუძლია გამოიტანოს დასკვნა გარიგების ლეგალურობის შესახებ, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ პროდუქცია/მომსახურება განთავსებლია საიტზე. 2.10 საიტზე მომხმარებლის პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის ან სხვა შემზღუდავი ხასიათის ზომების მიღების შემთხვევაში, განცხადებაზე არსებული ფასიანი სერვისი უქმდება და მის შეძენაში გადახდილი თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს. ასევე არ ხდება ფასიანი სერვისის გადატანა ერთი განცხადებიდან მეორეზე. 2.11 საიტზე განცხადების დამატების შედეგად სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ასევე განცხადების წაშლის ან/და მომხმარებლის პროფილის გაუქმების შემთხვევაში, შეძენილი ფასიანი სერვისის თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს და ასევე არ ხდება გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანა სხვა განცხადებაზე.
3.1 მმართველი კომპანია არ არის არცერთი შეთანხმების თანამონაწილე და არ არის პასუხისმგებელი არცერთი მომხმარებლის ქმედებაზე. ყველა მოლაპარაკება დგება უშუალოდ მომხმარებლებს შორის. 3.2 მმართველი კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე. 3.4 მმართველი კომპანია ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ განცხადების განმთავსებელი პირის საიტზე მოცემული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს. 3.5 ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება განთავსებული საიტზე საიტის წესების დარღვევით წაიშლება და მომხმარებლის პროფილი, რომლითაც განათავსდა ასეთი განცხადება იქნება დაბლოკილი. 3.6 საიტის წესების რომელიმე პუნქტის ორჯერ, ან მეტჯერ დარღვევის შემთხვევაში მმართველ კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის ტელეფონის ნომერი და IP მისამართი. 3.7 მმართველ კომპანიას უფლება აქვს დადებულ განცხადებას გაუწიოს მომხმარებლის მიერ მითითებული სახისგან განსხვავებული რეკლამირება. 3.8 მმართველი კომპანიას უფლება აქვს შეწყვიტოს ნებისმიერი განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერ დროს. 3.9 მმართველი კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, ასევე შეტყობინების დაკარგვაზე. 3.10 მმართველი კომპანია არ იძლევა გარანტიას საიტის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე. 3.11 საიტზე დიდი რაოდენობის განცხადებების განთავსების მიზნით, რამოდენიმე მომხმარებლის რეგისტრაციის შემთხვევაში მმართველ კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი. 3.12 შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში მმართველ კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი. 3.13 მმართველ კომპანიას შეუძლია შეცვალოს ეს შეთანხმება ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე. შეთანხმების ცვლილებები ასახული იქნება ‘საიტის მოხმარების წესების’ განყოფილებაში.
4.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება გადასცეს თავისი მომხმარებლის სახელი და პაროლი მესამე პირს 4.2 პირადი მონაცემების გავრცელების შესახებ ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია სასწრაფოდ შეცვალოს ისინი. 4.3 მომხმარებელს ეკრძალება საიტზე საიტის წესების რომელიმე პუნქტისგან დამრღვევი განცხადების განთავსება. 4.4 მომხმარებელს ეკრძალება განცხადებაში ნებისმიერი სახის რეკლამირება (განსხვავებული განცხადების ობიექტისაგან), ან სხვა საიტის ბმულის მითითება. 4.5 მომხმარებელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საიტის წესების შესაბამისად და აგოს პასუხი მის მიერ საიტზე განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობით. 4.6 თუ მომხმარებელს უჩნდება რაიმე სახის პრეტენზია ან გაუგებრობა სხვა მომხმარებლის მიმართ, იგი წარადგენს თავის პრეტენზიებს უშუალოდ მომხმარებელთან, რომლის მიმართაც აქვს პრეტენზია, მმართველი კომპანიისგან დამოუკიდებლად. იგი ათავისუფლებს მმართველ კომპანიას (ასევე მის ნებისმიერ თანამშრომელს) ყოველგვარი მოთხოვნებისგან. მათ შორის: ზარალის კომპენსაციისგან, ხარჯების ანაზღაურებისგან და ნებისმიერი დანახარჯის ანაზღაურებისგან დაკავშირებული საიტის მეშვეობით შემდგარ შეთანხმებასთან. 4.7 საიტის გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ყოველგვარი გარანტიის გარეშე, და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4.8 მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას საიტზე განთავსებული ინფორმაციის შესახებ, საიტი მას აძლევს საშუალებას მიაწოდოს ინფორმაცია სხვა მომხმარებლებს. 4.9 მომხმარებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია/მომსახურეობა სრულ შესაბამისობაშია „პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო ნორმებთან მიმართებაში. 4.10 მომხმარებელი ასევე აცხადებს და ადასტურებს, რომ მის მიერ განსათავსებელ პროდუქციაზე/მომსახურეობაზე მიწოდებული ინფორმაციითა და სარეკლამო მასალით ან/და მისი შექმნით არ დაირღვევა მესამე პირების საავტორო უფლება. 4.11 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომხმარებელი ადასტურებს, რომ მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ გააუქმებს შესაბამის განაცხადს ან/და არ ექნება პრეტენზია guroog.com-ს მიერ ამგვარი განცხადების გაუქმების თაობაზე, თუ გამოვლინდა შეუსაბამობა მომხამრებლის მიერ განცხადებულ გარანტიებსა და guroog.com ონლაინ პორტალზე რეგისტრირებულ განცხადებებს შორის. 4.12 მომხმარებელი ასევე თანახმაა, სრულად აანაზღაუროს წინამდებარე განცხადებების შეუსაბამობის შედეგად "guroog.com"-სათვის მიყენებული ზიანი და დაკისრებული ჯარიმები.
5.1 მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური მონაცემები, საკონტაქტო ნომერი და ელექტონული ფოსტის მისამართი. 5.2 რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება. 5.3 მომხმარებლის სახელი და პაროლი უნდა იყოს მის მფლობელობაში არსებული აქტიური ელ. ფოსტის მისამართი, იგი შეიძლება შეიცავდეს ლათინურ სიმბოლოებს (A-Z), ციფრებს (0-9) და სიმბოლოებს. 5.4 აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.